კახა მიქაია სპეცოპერაციის შემდგომ მაღალჩინოსნების გაკეთებულ განცხადებებს ასე ეხმაურება:

“ხედავთ, ხალხო, ყველაფერი კარგადაა, რას “პანიკობთ?!”
სადმე შუა ქალაქში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილას თუ ტერორისტები იარაღის დიდძალი არსენალით იმალებიან და ტერორისტულ აქტს ამზადებენ, არ შეგეშინდეთ. მოვა სპეცრაზმი, ტერორისტების თვალწინ გაგიყვანთ ბინებიდან, მერიაც თქვენს დროებით საცხოვრისს უზრუნველყოფს და სპეცოპერაციაც დაიწყება…

გიმეორებთ, ნუ პანიკობთ, ეს მხოლოდ სპეცოპერაციაა და მეტი არაფერი, თქვენ შეგიძლიათ ქალაქის დანარჩენ ადგილებში უსაფრთხოდ გადაადგილდეთ…

იქ კი, დაძაბულობის ეპიცენტრში ყველაფერი ,,კარგად იქნება,” სპეცრაზმი აუცილებლად დაამარცხებს ტერორისტებს, ჟურნალისტებიც წარმატებით განახორციელებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, ირბენენ სახურავებზე, ყველაზე საშიში ადგილიდან(სახურავზე) პირდაპირ ეთერში შეავსებენ ხელისუფლების მიერ შექმნილ საინფორმაციო ვაკუუმს.

ჩემი და თქვენი ფეისბუქფრენდები, კლავიატურამომარჯვებულები უცებ ექსპერტებად გადაიქცევიან და პოლემიკაც გაჩაღდება.

ბოლოს კი, მინიმალური მსხვერპლით დასრულდება ომი-დრახობანა ტერორისტებთან და გაურკვევლობაში დარჩენილებს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ერთი-ორი დღე ხელისუფალნი კიდევ წაგვეკაიფებიან, ,,დაველოდოთ გამოძიებას”…
ასე, რომ…

P.S. გიორგი დანელია.
Осенний марафон.
Датский профессор Вилл-,,Хорошо сидим”

კომენტარები