ლადო სადღობელაშვილი:

– როგორც ვატყობ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ანდა არ აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელებას საქართველოში! არ მოწმდება იტალიიდან შემოსული მოსახლეობა სათანადოდ! თურმე მაღალი ტემპერატურა არ დაუდგინდათ და მორჩა, მიბრძანდით სახლებში და ოჯახის წევრებს გადადეთო! მერე ოჯახის წევრებმა სხვებს და ასე შემდეგ! შემოსული მგზავრები რისკჯგუფში არ შეჰყავთ!
– როგორც ჩვენი “ჯანდაცვა” იქცევა კორონავირუსთან მიმართებაში, დაახლოებით ასე იქცეოდა ირანის მთავრობაც! ირანის მთავრობის რამოდენიმე წევრს ვირუსი დაუდგინდა! მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც! ელჩი მოუკვდათ კორონას გამო! თქვენც თუ ასე დაუდევრად მოიქცევით, როგორც ისინი, არც თქვენ აგცდებათ! ან ოჯახი არ გყავთ?! ან შვილები?!
ps თუ მართლა არ არის საპანიკო არაფერი, მაშინ მინისტრ ტიკარაძეს და გამყრელიძეს მოვუწოდებ, მოინახულონ კორონავირუსით დაავადებულები! დაუჯდნენ გაესაუბრონ! დაამშვიდონ!

კომენტარები