საზოგადოება

,,თუ მარტო მე ვარ შეთქმულების მსხვერპლი, ჯანდაბას_ გაზის ქვითარი მომივიდა და გავოცდი…”

,,გაზის ქვითარი მომივიდა და გავოცდი… თუ ვინმეს მსგავსი რამ შეგემთხვათ მაინტერესებს.
18 თებერვლიდან 19 მარტამდე, როდესაც საკმაოდ ცივი ამინდები იყო, გაზი სულ ჩართული მქონდა და მომივიდა 106 ლარი გადასახდელი.
ბუნებრივია არ შემეხო გაზის გადასახადის შეღავათი.
გამომდინარე იქედან, რომ ვცდილობ მაქსიმალურად დავზოგო, ისედაც მწირი საოჯახო ბიუჯეტი, მაქსიმალურად შევზღუდეთ გაზის მოხმარება და ღამით ვთიშავდით კიდეც გათბობას და უფრო თბილ დღეებში საერთოდ არც ვრთავდი.
მომივიდა გაზის გადასახადი 109 ლარი ?
ანათვალი აღებულია 19-03-2020 – 21-04-2020;
და რაშია ნეტავ საქმე?
პატივცემულო გაზის მესვეურებო რატომ აიღეთ 33 დღის ანათვალი ეგეც მაინტერესებს კიდევ?
თუ მარტო მე ვარ შეთქმულების მსხვერპლი ჯანდაბას, ვიფიქრებ არ ვიცი კარგად არც დღეების დათვლა და არც ეკონომიას ვაკეთებდი- თქო და თუ სხვებიც აღმოჩნდნენ ამ დღეში მაშინ ჰოოო….
ჯერ საზოგადოებრივი ბრაზი და მერე კარგი ადვოკატი..
თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისი ენერჯი • Tbilisi Energy” _ ასეთ სტატუსს აქვეყნებს ფეისქუბის საკუთარ გვერდზე გოგი ლორთქიფანიძე, რომელსაც ფეისბუქმეგობრები ეხმიანებიან და კომენტარებში წერენ, რომ მათაც მსგავსი რამ შეემთხვათ. 

ირინა გოგოსაშვილი:

,,ზუსტად მასეა ჩემთანაც!2 კვირა მშვენიერი ამინდები იყო და გავთიშე! 87 ლარია, არადა მაქსიმუმ წვაზე 134 1 40 ლარი მოდის ხოლმე და გათიშვამდე 3 მქონდა დაყენებული,ანუ დაბალ წვაზე.”

 

Related Articles

Back to top button
Close