პოლიტიკა

,,თუ ვასაძეს დაიჭერენ, ხალხი ამას არ გადაყლაპავს…”

ზაურ ბაჭყებია, პუბლიცისტი:

_ ქვეყანა სანახაობების ასპარეზად გადაიქცა-ყველას თავისი როლი აქვს განაწილებული .ზოგი კარგად თამაშობს, ზოგიც ცუდად. თუმცა ,ჩვენი სახით მაყურებლების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან.

ყველაფერი კი ისეა გათვლილ-გააზრებული, ხან შიშის გრძნობა ეუფლება საქმეში ჩაუხედავ ადამიანს, ხან კი , ვიღაცების „ძლევამოსილი “ გადაწყვეტილებებით გმირის მანტიასაც ადვილად ვარიგებთ.

არადა, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა გააკეთოს ის, რაშიც ჩვენ რომელიმე ჩინოვნიკს ხარკს ვუხდით, ან , „გმირის“ ორდენს ჩამოვკიდებთ ხოლმე!

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, შსს ლევან ვასაძით დაინტერესდა.ზოგიერთები უკვე იმუქრებიან, რომ თუ ვასაძეს დაიჭერენ, ხალხი ამას არ გადაყლაპავს და ამ ნაბიჯს ხელისუფლება შეიძლება შეეწიროს კიდეც!

მეტი არა ჩემი მტერი, ხელისუფლებამ ვასაძე დაიჭიროს, მაგრამ, რაც მართალია, მართალია-მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ვერის პარკში გამართულმა გუშინდელმა აქციამ ლგბტს წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს გეიაღლუმის ჩატარება გადააფიქრებინა.ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა მანიპულაციის ხარჯზე.

როდემდე უნდა გაუძლოს ისედაც დაჭრილ- დაქუცმაცებულმა ქვეყანამ და გასავათებულმა ერმა ასეთ სახიფათო თამაშებს?!

Related Articles

Back to top button
Close