ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია:

რუსების მიერ წამოწყებული ომის მეორე ეტაპი, რომელიც დონბასის ოკუპაციას ისახავდა მიზნად, გაიჭედა და უკვე შეილება ითქვას, რომ წარუმატებელია;

ისინი თითქმის ვერსად ახერხებენ წინსვლას (ბრძოლის ადგილები აღნიშნულია მწვანე რგოლებით). პირიქით, ზოგან (მაგალითად, ხარკოვთან) ადრე დაკავებულ პოზიციებსაც კარგავენ;

ამ მომენტისთვის ძირითადად პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს;

ომის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ დადგება მცირე პაუზა (ასეთივე პაუზა იყო პირველი ფაზის შემდეგ), როდესაც მხარეები შეეცდებიან ძალების მოკრებას და შემდეგ შეტევაზე გადასვლას;

ამ პერიოდში უკრაინა უკვე მიიღებს დასავლური სამხედრო დახმარების უდიდეს ნაწილს, რუსეთი კი დაკარგული ცოცხალი ძალის ჩანაცვლებას და ძველი საბჭოთა ტექნიკის მწყობრში ჩაყენებას შეეცდება;

XX საუკუნის საბჭოთა სამხედრო მანქანისა და XXI საუკუნის დასავლური მიღწევების დაპირისპირებას (აღარაფერს ვამბობ უკრაინელებისა და რუსების მოტივაციის შედარებაზე) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, სკოლის მოსწავლეც ძალიან ადვილად მიხვდება;

ამიტომ მესამე ეტაპიც ისევე დასრულდება, როგორც დასრულდა წინა ეტაპები – უკრაინა გაიმარჯვებს!
ზურა ბატიაშვილი,ექსპერტი, პროფესორი