საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ეპიდემიასთან საქართველოს წარმატებულად ბრძოლას მსოფლიოში აღიარებენ

ინფექციური კლინიკის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს წარმატებას ეპიდემიასთან ბრძოლაში მსოფლიოს ავტორიტტული ორგანიზაციები აღიარებენ. ამის შესახებ ცერცვაძემ ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების კუთხით ევროპაში მხოლოდ სამი ჯუჯა სახელმწიფო უსწრებს. ცერცვაძე covid 19-ის წინააღმდეგ წარმატებულ შედეგს მთავრობისა და მედპერსონალის ერთობლივი სწორი მუშაობით ხსნის.

“ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია. მხოლოდ 208 ინფიცირებული გვყავს და შთამბეჭდავია გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვიც, გვყავს მხოლოდ 3 გარდაცვლილი. ინფიცირებული და გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის მხრივ, ევროპის 53 ქვეყნიდან საქართველო 50-ე ადგილზეა. ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლი ჰყავს მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოებს: ლიხტენშეინი, მონაკო და ვატიკანი. ყველა სხვა სახელმწიფოს ჰყავს ბევრად მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი, ვიდრე ჩვენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რიგითი ექიმიდან დაწყებული, პრემიერმინისტრით დამთავრებული, მოქმედებდა ადეკვატურად. მსოფლიო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო წარმატებულია ეპიდემიასთან ბრძოლაში. ამერიკულმა გამოცემა “ფორენ პოლისმა” საქართველო დაასახელა 3 ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის, ვინც იბრძვის ეპიდემიის წინააღმდეგ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “თავისუფალ სივრცეში”

Related Articles

Back to top button
Close