მსოფლიო
თელ-ავივში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

თელ-ავივში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5. აფეთქება ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, სამშენებლო მაღაზიაში მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. მოსახლეობის ევაკუაცია შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე სახლებიდანაც მოხდა. უცნობია აფეთქების მიზეზი. სამართალდამცველების განმარტებით, გამოძიება ამ ეტაპზე ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.
კომენტარები