საზოგადოება

თელავის ახალმა მერმა ჟურნალისტებისთვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის კარი ჩაკეტა?

,,მერია თქვენი მამა- პაპეული, ანდერძით მიღებული ქონება რომ არ არის, ბატონო ლევან, ჯერ არავის უთქვამს თქვენთვის?"

ჟურნალისტები ამიერიდან საშვით რომ უნდა დაუშვათ, მერიის შენობაში, დამაწიეთ ერთი ამ ამბავს. მერია თქვენი მამა- პაპეული, ანდერძით მიღებული ქონება რომ არ არის, ბატონო ლევან, ჯერ არავის უთქვამს თქვენთვის? და ამ ფორმით ურთიერთობის დაწყება თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა? რაც მთავარია, კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგინეთ მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ამ ტიპის შეზღუდვას. პანდემიაა და ამიტომ, არგუმენტი უკიდურესად ძველი და არაფრის მთქმელია. დაცვა ხომ ისედაც გიცავთ, არასასურველი არხებისა და მოქალაქეებისგან, რომელიც წივილ- კივილით მომყვება და ხელით მაკავებს, რომ ზევით არ ამოვიდე. საშვს ვინ მიწერს და რას უნდა ვაკმაყოფილებდე? ეს შერჩევითობით იქნება, თუ კენჭისყრით? ზოგს აუშვებთ შენობაში და კაბინეტში ჩაეწერებით და ზოგსაც ზარზე არ უპასუხებთ? ყველა კითხვაზე მჭირდება პასუხი!!!” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია ,,მთავარი”-ს  ჟურნალისტი,
ია გულიაშვილი.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close