პოლიტიკა

,,თეთრ სიკვდილთან ომში ივანიშვილ-მამაცაშვილ-მაშკევიჩის კლანია გამარჯვებული”

,, ვპირდები ივანიშვილს, მე ვიქნები მისი ბრალმდებელი სასამართლოში!“_ აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ლეიბორისტული პარტიის ტავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. ,,ივანიშვილ-მამაცაშვილის ნარკომაფიის ფრონტზე, როგორც მოველოდით, ტრაგიკული ვითარებაა. ამ ნარკომაფიოზური ოჯახის ლიდერობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, საქართველო გადააქცია პრაქტიკულად ერთადერთ ქვეყნად, სადაც ნარკოტიკების მოხმარება, რეალიზება, ტრანზიტი სრულიად ლეგალიზებული და დაუსჯელია. კატასტროფულად იმატა ახალგაზრდების მოწამვლის და გარდაცვალების ფაქტებმა. აღარაფერი დამრჩა იმის გარდა, რომ მივმართო გაეროს სასამართლო ინსტანციებს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, რათა საქართველოს დე-ფაქტო და დე-იურე მმართველ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი ნარკობარიგობისთვის და ის დაისაჯოს საერთაშორისო მართლმსაჯულების პროცედურებით, როგორც ეს მოხდა პანამის დიქტატორი გენერალ ნორიგეას შემთხვევაში, რომელსაც ორმოცწლიანი პატიმრობა შეეფარდა. ჩვენი ახალგაზრდობის ბედი სერიოზულ საფრთხეშია! ყველაზე დიდი ომი, რაც საქართველოს ისტორიაში ყოფილა, დღესაა. ესაა ომი თეთრ სიკვდილთან და ამ ომში ჯერ-ჯერობით ივანიშვილ-მამაცაშვილ-მაშკევიჩის კლანი გამარჯვებული და ჩვენი ხალხი _ დამარცხებული! ვპირდები ივანიშვილს, მე ვიქნები მისი ბრალმდებელი სასამართლოში!” _ აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close