საზოგადოება

თბილისში “ჯი.მოტორსის” – ავტომობილების მომსახურების ქსელი გაიხსანა

კომპანიაჯი.მოტორსისაცალო მიმართულებით ფუნქციონირებას თბილისის მასშტაბით 3 სერვისცენტრით იწყებს და ავტომფლობელებს თანამედროვე, განსაკუთრებულად კომფორტულ გარემოში, პროფესიონალი გუნდის მომსახურებას ჰპირდება.

კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი შამათავამ კომპანიის სერვისის დეტალებსა და განვითარების მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

შამათავას განცხადებით, “ჯი.მოტორსი” მზადაა გაუწიოს მაღალკვალიფიციური მომსახურება უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ყველას.

“დღეს თბილისში გავხსენით სამი ობიექტი “ჯი.მოტორსის” ბრენდით. ეს არის 100%-ით ქართული ინვესტიციით შექმნილი ბრენდი. თავიდან ბოლომდე არის აწყობილი საქართველოში. სასიამოვნოა ის ფაქტი რომ დღეს გახსნილ ობიექტებზე დასაქმდა 35 ადამიანი და პერსპექტივაში დაემატება კიდევ 20. ჩაშვებული გვაქვს ორი პროექტი, რომელიც ზაფხულის ბოლომდე განხორციელდება. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან გვყავს უცხოელი პარტნიორები სტუმრად. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა, ამ ბრენდის თავიანთ ქვეყნებში განვითარების ინტერესი გამოთქვა. რაზეც რა თქმა უნდა აქტიურად დავიწყებთ მოლაპარაკებებს.

ზოგადად ამ ბრენდის შექმნა არის დაკავშირებული ძალიან ბევრ სიახლესთან, მაგალითად ყველაზე მეტი სიახლე არის ელექტრომობილების მიმართულება და მისი დატენვითი და სხვა ნებისმიერი სერვისის გაშვება. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროდუქტი, რომელიც შემოგვაქვს თითქმის ყველა მომწოდებელი არის ISO სერთიფიკატის მფლობელი. მაქსიმალურად ვცდილობ იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მახარებს, რომ ზოგადად ქვეყანაშ არის ტენდენცია ამ მიმართულებით ზრდადი. დაახლოებით ციფრები რომ ვთქვა თუ 2015 წლის ბოლოსთვის სულ რაღც 40 -50 ელექტრომობილი დადიოდა ჩვენს ქვეყანაში დღეს უკვე ათი ათასზე მეტი ავტომობილია და დიდი მზრდადობა ამ კუთხით. რაც შეეხება ჩვენს სერვისებს ვმუშაობთ ყველასთვის და ვართ ყველას პარტნიორი”, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შამათავამ.

“ჯი.მოტორსის” სამივე სერვისცენტრი მომხმარებელს ყოველდღე, შემდეგი გრაფიკით მოემსახურება:

. თბილისი, .ქავთარაძის #16-ის მიმდებარედორშაბათიპარასკევი 09:00-21:00; შაბათიკვირა 10:00-17:00
თბილისი, მარშალ გელოვანის #1 – ორშაბათიპარასკევი 09:30-18:30; შაბათიკვირა 10:00-17:00
თბილისი, .გობრონიძის #21ორშაბათიპარასკევი 09:30-18:30; შაბათიკვირა 10:00-17:00

“ჯი.მოტორსი” 2017 წლის 10 აგვისტოს დაარსდა და ამ დროისთვის უკვე მრავალ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, 2018 წლის 10 მაისიდან კი საცალო მომხმარებელიც შეძლებს “ჯი.მოტორსში” წარმოდგენილი “კასტროლის”, “ტოტალი/ელფის”, “ენეოსის”, “ჰიუნდაის”, “ალპინას”, “ორლენის”, “მობილის” ძრავის ზეთების, “პირელის”, “გუდიარის”, “მიშელინის” საბურავების, “პანასონიკისა” და “ბოშის” აკუმულატორების, “ქუატროფრენისა” და “ფრამის” ფილტრების და სხვა მსოფლიოს ლიდერი ბრენდების საავტომობილო პროდუქტების, სათადარიგო ნაწილებისა თუ საპოხი მასალების და თანმდევი სერვისების შეძენას.

“ჯი.მოტორსი” ქსელის დინამიურ განვითარებას გეგმავს და მომხმარებელს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებს, სწრაფ და საიმედო მომსახურებას ჰპირდება.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close