საზოგადოება
თბილისში დიალიზის ახალი ცენტრი იხსნება

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ცნობით, 15 ნოემბრიდან თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში კლინიკური ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი გაიხსნება, რომელიც თირკმლის ნებისმიერი პათოლოგიის მქონე პაციენტებს ასაკის შეუზღუდავად მოემსახურება.
ცენტრი უახლესი თაობის აპარატურით და დიალიზის 18 სავარძლით არის აღჭურვილი. დაწესებულება დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება.