აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო ანგარიშის თანახმად, თბილისში მდებარე ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი დაიკარგა. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2010-დან 2014 წლამდე ნაღდი ფულადი თანხები საელჩოს თანამშრომელმა ან თანამშრომლებმა უკანონოდ მიითვისეს და შესაბამისი მონაცემები სისტემიდან წაშალეს. ინფორმაციას 1tv.geავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თაღლითობის ფაქტი გამოავლინა, დამნაშავეებს ვერ მიაკვლიეს, რადგან მონაცემები წაშლილია.

ფინანსური დარღვევები 2015 წლის იანვარში ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა. აუდიტის მიხედვით, 2010 წელს 8 700 დოლარი დაიკარგა, 2011 წელს 38 900 დოლარი, 2012 წელს 46 100 დოლარი, 2013 წელს 44 200 დოლარი, 2014 წელს კი 21 800 დოლარი დაიკარგა.

ანგარიშის მიხედვით, გამოძიებამ საბუღალტრო პროგრამულ სისტემაში არსებული ხარვეზი გამოავლინა, რომლის მეშვეობით თაღლითობა განხორციელდა. საქმის შესწავლის ინიციატორი თბილისის საელჩოს დასაქმებულთა ასოციაცია იყო.

კომენტარები
Загрузка...