საზოგადოება

თბილისის 160-ე სკოლის შენობიდან 3 მოსწავლე გადმოხტა

თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მოსწავლე სამმა მერვეკლასელმა გოგონამ სკოლის შენობიდან გაღწევა საპირფარეშოს ფანჯრიდან სცადა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გადავარდა და დაზიანებები მიიღო. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაზარალებული გოგონა მშობლების თანხლებით კლინიკაში გადიყვანეს, მას მალის მოტეხილობა დაუდგინდა.

„გაპარვას აპირებდნენ გაკვეთილებიდან და რადგან  კარებიდან ვერ გავიდოდნენ, მოუფიქრებიათ მეორე სართულზე მდებარე საპირფარეშოს ფანჯრიდან გადახტომა. ერთ-ერთმა სისრულეში მოიყვანა ჩანაფიქრი, გადახტა და მალა აქვს გატეხილი, დანაჩენებმა ვეღარ გაბედეს. კარგი იყო არ მომხდარიყო. საბედნიეროდ გადავრჩით, რომ სხვა რამე სერიოზული დაზიანება არ აქვს, ოპერაცია არ სჭიდება.  მაშინვე მოვიდა სასწრაფო, საპატრულო და მშობელიც. წავიყვანეთ ბავშვი, გადაღებამ დაზიანება არ აჩვენა. საღამოს კიდევ დავრეკე  და მითხრეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდაო, მალა აქვს გატეხილიო. ინციდენტი დიდ შესვენებაზე მოხდა და  ვფიქრობ, 20 წუთი ძალიან დიდი დროა შესვენებისთვის.  ბავშვები  ძალიან მოუსვენრები არიან, განსაკუთრებით პატარები. ვდგავართ და ვუყურებთ ბავშვებს ყველანი დაძაბულები, სანამ ეს 20 წუთი გაივლის.  იქნებ ეს წესი შეიცვალოს, ვფიქრობ, 10–წუთიანი დასვენება სრულიად საკმარისი იყო,“ – ყვება სკოლის დირექტორი გიორგი კაკაჩია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close