განათლება

თბილისის სკოლის 6 მოსწავლე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდა -განათლების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,არსებული ინფორმაციით, რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ერთ-ერთი სკოლის ექვსი მოსწავლე, ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ გაემგზავრა.

სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ.

ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს მომავალში მიიღონ მეტი ინფორმაცია და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.

ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, თბილისის 146-ე საჯარო სკოლის 6 მოსწავლე, რუსული ენის უკეთ შესწავლისთვის ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ გაემგზავრა (sputnik-georgia-ს აქამდე გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი იყო თბილისის 166-ე სკოლის მოსწავლეებზე). ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-georgia ავრცლებს. როგორც მოსწავლეები sputnik-georgia-სთან ინტერვიუში აცხადებენ, „არტეკში“ გასამგზავრებლად მათ კონკურსი გაიარეს. კონკურსი პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა ჩაატარა, მასში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა ვიდეოები ჩაწერეს, გააკეთეს სლაიდები თემაზე „რას ნიშნავს ჩემთვის რუსეთი, და რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში“ ასევე გაიარეს ტესტები.

პირველი საერთაშორისო შეკრება „არტეკში“ 7-27 აგვისტოს პერიოდში იმართება. მის ორგანიზებას რუსეთის ხელისუფლების სახელით რუსული ენის საბჭო ახორციელებს.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close