სამართალი და კრიმინალი
თბილისის აეროპორტში კანონიერი ქურდები დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინიდან და საბერძნეთიდან დეპორტირებული ორი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. 1tv.ge-ის ინფორმაციით, ორივე სამართალდამცველებმა საზღვრის გადმოკვეთისთანავე, სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით დააკავეს, რაც კანონიერ ქურდობას გულისხმობს.
საბერძნეთიდან დეპორტირებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა.