კატეგორიის გარეშე

რა ვითარებაა ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შემდეგ (ფოტოკოლაჟი)

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც წუხელ ხანძარი იყო, მაღაზიების უმეტესობა დაკეტილია. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სამართალდამცველებს ტერიტორიაზე შემოსაზღვრული აქვთ და იქ მოქალაქეებს არ უშვებენ. ტერიტორიაზე იკრიბებიან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები.

ადგილზე იმყოფებოდა ე.წ. ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი. გოჩა ხეცურიანის განმარტებით სექტორის მოვაჭრეების ძირითად ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 11:00 საათისთვის ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მოვა დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, რომელიც დაზარალებულებთან ერთად ადგილზე გაეცნობა სიტუაციას.

ელიავას ბაზრობაზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში 2500 კვ/მ-მდე გავრცელებულ ხანძარს 150-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობდა.

ადგილზე 30-მდე სახანძრო-სამაშველო მანქანა იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. დამწვარია ავტონაწილების 20-მდე მაღაზია.

რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ.

ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.

 

პირველი არხი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close