საინტერესო

თაღლითური სქემა, რომლითაც საქართველოში უცხოელ ტურისტებს ძარცვავენ

,,კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო.
სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში ქრებიან. და მერე კი ხედავთ ჩეკს.
ჩემთან არ დაარეკინეს. აიუძლეს გადახდა! მე მერე გავიგე, ეგრევე პოლიციაში წასვლა შევთავაზე, მაგრამ აზრი არ აქვსო. უკვე მიდიან დღეს.
მისამართი პეკინის 3.
ამ ადამიანთან მქონდა საერთო გეგმები, ტურიზმში. სექტემბერში კიდევ აპირებდა ჩამოსვლას. ვერ დავითვლი რამდენი მეგობარი და ნაცნობი გამოუშვა საქართველოში.
განიხილავდა ტექნოლოგიური ხაზით ინვესტირებას მომავალ წელს. და აგერ…
კაცი ტიროდა. იმაზე კი არ ბრაზობდა მარტო რაც შეემთხვა, მთხოვდა ყველა გააფრთხილე აქ არ მივიდნენო. მაფიაააო…
აი ასე ვკარგავთ ათასობით ტურისტს საქართველოში, ვიღაც ახვრების გამო!!!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration
ამას თუ არ დაესვა წერტილი და ძალიან მალე. ათასობით ადამიანი დარჩება უმუშევარი.
სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები. დიდ ამბავს ავწევთ! ამიტომ დროზე სახელმწიფომ ალაგმოს ეს თაღლითები!!!” _ აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე. 

Related Articles

Back to top button
Close