საზოგადოება

თამაზ მეჭიაური: ყველა ,,ეშმაკი” საჯდომისთვის მოიძებნება შესაბამისი რეზბიანი

,,მოაწყობს და მიიღებს, რასაც ეძებს! ასევე, ისინიც, ვინც ყველა ხერხით ცდილობენ თანამდებობების მიტაცებას… ხალხს ცუდად ნუ ეთამაშებით!
შეგონება გათავხედებულ “ძალიან ჭკვიანებს”-
ყველა “ეშმაკი” საჯდომისთვის მოიძებნება შესაბამისი რეზბიანი “…”!!!
(на каждую хитрую ж.пу найдется свой х.. с винтом!)-რუსული ანდაზა…” _ აცხადებს თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური.

მეჭიაური „შესაძლო საბოტაჟსა და გამგეობის შენობაში კაბინეტების მიტაცებაზე“ საუბრობს. მისი თქმით, თიანეთის ყოფილმა გამგებელმა მისი სამსახურეობრივი მოვალეობის ბოლო დღეებში, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის დავალებით, საკადრო ცვლილებები განახორციელა და გამგებლის მოადგილე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად დანიშნა.
თამაზ მეჭიაური მერად მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება. ის არასამთავრობო სექტორს მიმართავს, თიანეთის გამგეობაში მოსალოდნელ კრიზისს თვალყური ადევნონ.

„თიანეთის გამგეობაში საკადრო გადაადგილებები განხორციელდა. ყოფილი გამგებელი ნიშნავს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებს, სპეციალისტებს. კულტურის ა(ა)იპ-ში დირექტორად გადაიყვანეს გამგებლის მოადგილე. კულტურის სფეროს თანამშრომლებმა დამირეკეს, აღშფოთებული არიან ამ საკადრო ცვლილებით. კაბინეტების მიტაცება ხდება. გამგებლის პირველი მოადგილის კაბინეტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ განუთავსებიათ. თუ ამ კაბინეტის დაბრუნება გადაწყდება, ამას დაარქმევენ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებას. ავანტიურისტი ქუცნაშვილი ყველაფერზე მიდის, რომ კრიმინალური გზით დატაცებული ქონება შეინარჩუნოს.

ახალდანიშნული კადრების გათავისუფლება მარტივი არ იქნება, მთელი იურიდიული პროცედურებია და ხელაღებით ვერავის გაათავისუფლებ. ზაქარია ქუცნაშვილისგან დავალებული აქვთ, პარალიზება გაუკეთონ პროცესებს და სიტუაცია უმართავი გახადონ. პირდაპირი დავალებაა, საბოტაჟის მოწყობა. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაერთონ პროცესებში, საკადრო გადაადგილება უნდა იყოს გამჭვირვალე, ქუცნაშვილივით ჩემთვის თიანეთი ფულის შოვნის საშუალება არ არის“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close