საზოგადოება

თამაზ მეჭიაური: დავიჯერო, ბატონ ბიძინას შაქარი არ გაუსინჯავს?

,,დავიჯერო, ბატონ ბიძინას შაქარი არ გაუსინჯავს?
ამას, მგონი, დედაც აღარ ეფერება…” _ ასეთი კომენტარი გააკეთა თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა სოციალურ ქსელში ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაზე.

„ბატონი ბიძინა მოფერებით შაქარიას მეძახის“, – განაცხადა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში. გადაცემა „ბარიერში“ მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„მე გამიხარდა ბატონი ბიძინას დაბრუნება. მას პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი როლი ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებაში არის ძალიან მაღალი.

მგონია, რომ ბატონი ბიძინა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ქველმოქმედია. ვნახოთ 21-ე საუკუნე შობს კიდევ თუ არა მასზე დიდ ქველმოქმედს. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ მე მასთან მაქვს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალის და ბატონის დამოკიდებულება.
მე ხშირად გამიკრიტიკებია ბატონი ბიძინა, ისევე როგორც მასაც გავუკრიტიკებივარ ხშირად. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ეს მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება სიმართლის თქმას პირში, და არა იმას, რომ მოდი ვთქვა ის, რაც მას ესიამოვნება. შაქარიას მეძახის მოფერებით. აქედან გამომდინარე, მეგობრული ურთიერთობა და ის განვლილი გზა მაძლევს უფლებას და მე ვფიქრობ ვალდებულიც ვარ, იმიტომ რომ მაქვს ასეთი პრინციპი, რომ პარლამენტის წევრის უფროსი არ არსებობს, გარდა რამოდენიმე რამისა: ეს არის სინდისი, ხალხი, კანონი და, თუ მორწმუნე ხარ, ღმერთი. აი ეს არის პარლამენტის წევრის უფროსი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close