საზოგადოება

„თავზე თმა არ აქვს, მაგრამ რაც აქვს, ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს“

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. დეპუტატის თქმით, მელიას არც დღეს და არც გუშინ არ უთქვამს ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა ასეთი საშინელი რეაქციები მოჰყოლოდა.

„დღეს თქვენ რაც ჩაატარეთ, ამისთანა საშინელი არაფერი იქ არ მომხდარა. დღეს სიტყვა-სიტყვით შეგვიძლია მოვისმინოთ, ბატონ ნიკანორ მელიას ნათქვამი, რა თქვა იმისთანა მან, რაზეც თქვენ ასეთი ამბავი ატეხეთ?! იცოდეთ მოგიწევთ მოთმენა. არც გუშინ ნიკანორ მელიას არ უთქვამს ისეთი რამ, რაც არ იყო ლეგიტიმური. სწორი იყო, არ იყო სწორი, მოგწონდათ, არ მოგწონდათ, მოგიწევთ იმის მოსმენა, რაც თქვენ ნაზ ყურებს არ მოსწონს. შეეგუეთ, რაც არ უნდა ბევრი იყოთ, ოპოზიციას დაშინებით, მუქარით, ხმაურით ვერ დაელაპარაკებით. ბატონო პრემიერო, თქვენი მოქმედება არ იყო ადეკვატური. დღეს კაცი აქციეთ გმირად, იმიტომ, რომ ერთი კაცი მოვიდა, სიტყვაც გითხრათ, დაჯდა კიდეც და ერთი რამეც იცოდეთ, ვერც ვერასდროს, ვერაფერს უზამთ და თან გაუფრთხილდით, თავზე თმა არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ რაც აქვს, ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს“,-განაცხადა ბობოხიძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close