გვიან ღამით შეიარაღებული პირი დადიანის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა. ამ დროს შენობაში მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ თავდამსხმელის განეიტრალება საკუთარი ძალებით მოახერხეს და ადგილზე სამართალდამცველების მისვლამდე დააკავეს. შემთხვევის დროს იყო სროლაც, თუმცა არავინ დაშავებულა. გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1988 წელს დაბადებული დ.შ.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 5415 ევრო, 8353 ამერიკული დოლარი და 7425 ლარი გასტაცა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
წყარო:
Back to top button