მსოფლიო
ზურა ბატიაშვილი: რუსულ-თურქული ,,თაფლობის თვე” წარსულს ჩაბარდა…
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე:
_ და თურქეთი რუსეთთან დაპირისპირების შემდეგ საქმეზე გადავიდა – ჩრდილოეთ სირიაში რუსეთისა და ასადის რეჟიმის ინტენსიური შეტევების შესაჩერებლად იდლიბისკენ მიმავალ გზებზე საკუთარი შეიარაღებული ძალები (მათ შორის ტანკებიც) ჩააყენა.
ამით ის ღიად მიანიშნებს, რომ მზადაა და არ მოერიდება პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციასაც.
რუსულ-თურქული “თაფლობის თვე” უკვე წარსულს ჩაბარდა. თურქეთი და რუსეთი ლიბიაშიც უპირისპირდებიან ერთმანეთს.
ამ შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს პოლიტიკური ფასიც იმატებს. ამ მომენტს კარგი შეფასება და გამოყენება სჭირდება.