იოსებ ჭუმბურიძე, ჟურნალისტი, გაზეთ ,,თბილისის” რედაქტორის ყოფილი მოადგილე:

_ ჩემდა სამარცხვინოდ, სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიითა და მოღვაწეობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც მისგან, გარკვეულწილად, დავალებული გავხდი.
საქმე გაზეთ „თბილისის” აღდგენას ეხებოდა.
დეტალებით არ გადაგღლით.
ეს საქმე არ გამოვიდა.
ისევე, როგორც ზურაბიშვილის მერობა.
მაშინ ყველაფერი მის მეუღლეს დავაბრალე.
მეუღლის ორ თვისებას – ფანტაზიორობასა და… არ ვიტყვი.
თუმცა, თვითონ მისი გულგრილობაც მაოცებდა – მისგან წამოწყებული საქმის დაბოლოებას ხომ ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი იმედითა და იობის მოთმინებით ელოდა.

***
ბიოგრაფიითა და მოღვაწეობით მოგვიანებით დავინტერესდი – მეთქი.
ნეტა არ დავინტერესებულიყავი!..
ჯერ მარტო ის რად ღირს, იოსელიანს, კიტოვანსა და სიგუას მადლობას რომ უხდის(?!).

***.
მოკლედ, სირცხვილი იქნება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა!
მისთვისაც და, რაც მთავარია, „ქართული ოცნებისთვისაც”…
***
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ პრეზიდენტად კურთხევის ცერემონიალი.
ბიბლიაზე ხელის დადება და დაფიცება!
საინტერესოა თვითონ როგორ წარმოუდგენია?!
***
პრეზიდენტობა მხოლოდ პირადი ამბიციებისა და სურვილების, პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სჭირდება – ამას წყალი არ გაუვა!
გამორიცხულია, ახლა ვინმემ რაიმე შეასმინოს.
ახლა მთავარია ჟინი – პრეზიდენტი უნდა გახდეს!
ეს ჩემთვის ნაკლებად ტრაგიკული იქნებოდა, ასეთი ეჭვი რომ არ მღრღნიდეს: ივანიშვილი იძულებულია, მხარი სწორედ მას დაუჭიროს.
ზოგჯერ მგონია, რომ თვით პარლამენტშიც კი, ენძელა მაჭავარიანის გარდა, არავინაა ივანიშვილის სურვილით შეყვანილი.
ამიტომაც ვიხსენებ ასე ხშირად ლელთ – ღუნიას სიტყვებს: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”.
აღარ გვეყუდნეს!
დღესაც აღარ!

***
გამოსავალი?
ერთადერთს ვხედავ:
ვისაც საქართველო გვიყვარს, მხარი არ უნდა დავუჭიროთ.
ამით, მხარს „ქართულ ოცნებას” დავუჭერთ.
***
მაგრამ ვის დავუჭიროთ მხარი? – აუცილებლად მკითხავთ.
ეს(ჯერ) თვითონაც არ ვიცი…

კომენტარები