ზაზა ხატიაშვილი 2017 წლის ყველაზე წარმატებულ ადამიანად დასახელდა
,,ევრონიუს ჰოლდინგში” შემავალმა ინტერნეტგამოცემებმა, euronews.ge -მ და qronika.ge-მ 2018 წლის იანვარში ჩაატარეს გამოკითხვა და გამოავლინეს საქართველოში ,,2017 წლის წარმატებული ადამიანი”.
,,ევრონიუს ჰოლდინგი”-ს გამოცემების გამოკითხვით, 2017 წლის წარმატებულ ადამიანად დასახელდა ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი. 2017 წელს ზაზა ხატიაშვილი გახდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს რჩეული, მილიონ ევროპელ ადვოკატს შორის 2017 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯილდოს მფლობელი.
უახლეს ისტორიას ჯერ არ ახსოვს, ქართველი ადვოკატებიდან ვინმეს მიეღო ამხელა აღიარება სრულიად ევროპაში.
,,ევრონიუს ჰოლდინგი”-ს მიერ გამოკითხულთა აზრით, მილიონი ევროპელი ადვოკატიდან ადამიანის უფლებათა ჯილდოს მიღება არის 2017 წლის მთავარი მოვლენა. სწორედ ამან განაპირობა ზაზა ხატიაშვილის 2017 წლის ადამიანად დასახელება.
მკითხველს შევახსნებთ, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭო (ccbe) აერთიანებს ერთ მილიონ ადვოკატს, იგი ყოველწლიურად გადასცემს ადამიანის უფლებათა ჯილდოს და ასახელებს წლის უფლებადამცველად პიროვნებას, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ადვოკატთა უფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვაში. 2017 წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში, მილიონი ადვოკატიდან ერთადერთ ქართველ ადვოკატს და უფლებადამცველს, ზაზა ხატიაშვილს მიენიჭა ადამიანის უფლებათა ჯილდო.
ზაზა ხატიაშვილი პირველად არ დასახელებულა წლის ადამიანად. გაზეთმა „ბანკები და ფინანსები“ ის დაასახელა, საქართველოს პატრიარქის შემდეგ, 2009 წლის საუკეთესო ადამიანად. ,,ევრონიუს ჰოლდინგი” ულოცავეს ზაზა ხატაიშვილს ამ წარმატებას.