საზოგადოება
ზაზა ხატიაშვილი: ხვალ ქართული ოცნების და სააკაშვილის მეხოტბე ადვოკატები ვერ გაიმარჯვებენ
,,ჩემო საყვარელო კოლეგებო! ძალიან მიყვარხართ!
ვიყავი ამაყი,რომ უფალმა მომცა ძალა ვყოფილიყავი ასეთი ძლიერი,კეთილშობილური და მებრძოლი ადვოკატების თავმჯდომარე, უფალი ჰფარავდეს ქართველ ადვოკატთა კორპუსს. კოლეგებო! ყოველთვის მჯეროდა იმისი რასაც ჩვენ მივაღწიეთ დიდი ბრძოლით და თავდადებით.ძალიან თავაწეული ვტოვებ თავმჯდომარის თანამდებობას,მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის რასაც ვგრძნობდი თქვენგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
დიდი პატივისცემით და სიყვარულით ზაზა ხატიაშვილი”