ზაზა ხატიაშვილი საერთაშორისო ცენტრს აფუძნებს და ადვოკატებს ხვდება
,,გადავწყვიტე დავბრუნდე ადვოკატთა უფლების დაცვის სადარაჯოზე და შაბათს, 09 ივნიისს დავაფუძნო არასამთავრობო ორგანიზაცია _ „ადვოკატთა დახმარების საერთაშორისო ცენტრი“. გელოდებით ადვოკატებს. ვისაც გსურთ დავდგეთ ერთმანეთის დაცვის სადარაჯოზე. შევიკრიფოთ 09 ივნისს, 13 საათზე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში _ ქ.თბილისი ჭაჭავაძის გამზირი # 25″ _ აცხადებს ცნობილი უფლებადამცველი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატებს ღონისძიებაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
უფლებადამცველი იმასაც განმარტავს, რა გახდა მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციის – ,,ადვოკატთა უფლებების საერთაშორისო ცენტრი”-ს დაფუძნების.
ზაზა ხატიაშვილი:
_ ადვოკატებზე თავდასხმამ მიიღო სისტემატიური ხასაითი, ათეულობით ადვოკატმა მომმართა დახმარების თხოვნით ბოლო ორ თვეში. ამიტომ გადავწყვიტე, დავბრუნდე ადვოკატთა უფლების დაცვის სადარაჯოზე.
როგორც უფლებამდაცველს მიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ადვოკატები და მთხოვენ დახმარებას. ვეხმარები ბევრ ქვეყანას ადვოკატის უფლებების დაცვის სისტემის შექმნაში, მაგრამ საჭიროა, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში გავაძლიეროთ ერთმანეთზე ზრუნვა და დავიცვათ ჩვენი პროფესიული ხელშეუხებლობა.
გუშინ ესროლეს ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელ სახლს. ადვოკატის სახლზე თავდასხმა საეჭვოდ დაემთხვა ადვოკატ ინგა არახამის განცხადებებს რაფალიანცის რეზონანსულ საქმეზე. პროკურატუა იქცევა არაადეკვატურად. პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება დამატებით წარმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 365 მუხლით _ მუქარა ადვოკატის მიერ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით.
ადვოკატი ლიკა ბითაძე დაიბარეს ფინანსურ პოლიცაში და დაუწყეს ჩვნების გამოძალვა იმ საქმეზე, რა საქმეზეც ქალბატონი ლიკა ბითაძე იყო ადვოკატი! დანარჩენ ორ ქალბატონ ადვოკატს დაემუქრნენ პასუხისგებაში მიცემით თუ კოლეგებს ხელს არ დაადებდნენ. ადვოკატებს სამართალდამცავები ექცევიან პატივისცემის გარეშე, რაც არის მიუღებელი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყველაფერს აკეთებს ადვოკატის უფლებების დაცვის მიზნით, მაგრამ საჭიროა ყველა ადვოკატის ჩართულობა, რათა პროცესმა არ მიიღოს საშიში ხასიათი. როდესაც ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, სიცოცხლეს ვრისკავდი, რომ თქვენი უფლებები ყოფილიყო დაცული, მაგრამ ხშირად ვრჩებოდი მარტო, რაც არის დაუშვებელი. ყველა ადვოკატმა უნდა გავითვისოს ერთად დგომის ვალდებულება და ერთმანეთის დახმარება, როცა რისკის ქვეშ დგება ჩვენი დამოუკიდებლობა.
იმედი მაქვს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გახდება ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ყველაზე დიდი მოკავშირე.
[contact-form][contact-field label=”Name” type=”name” required=”true” /][contact-field label=”Email” type=”email” required=”true” /][contact-field label=”Website” type=”url” /][contact-field label=”Message” type=”textarea” /][/contact-form]