საზოგადოება

,,ზაზა ხატიაშვილი რომ მიშას უპირისპირდებოდა და შენ მისი ლაქია იყავი, დაგავიწყდა?”

,,ზაზა ხატიაშვილმა თავისი დაუღალავი შრომით ადვოკატის ინსტიტუტი ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვა, რა თქმა უნდა, ის თითოეული ადვოკატის ეთიკაზე და ქცევაზე პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა და ვერ იქნება, მაგრამ საქართველოში არსებულ იმ სამართლებრივ მარაზმში რასაც პროკურატურა, გამოძიება და სასამართლო ჰქვია ადვოკატთა ასოციაცია გამორჩეულად ბრწყინავს.
თავის მხრივ ,,ქართულმა ოცნებამ” კი სამართლდამცავი სტრუქტურების საქმიანობა თავის ოლიგარქულ-მაფიოზურ კლანურ ინტერესებს მოარგო და საერთოდ სამართლის ცნების პროფანაცია მოახდინა. ქვეყანაში სადაც სამართალებრივი და მორალური (მამათმავლობა სამსახურეობრივი წინსვლის და კეთილდღეობის განმსაზღვრელი იქნება) პრინციპები იგნორირებულია, ეს დესპოტური მართველობის ფორმაა და დღეს თუ ხვალ, სახალხო რევოლუციით დამთავრდება” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ზირაქიშვილი.

,,უყურეთ ეს კაცუნა როგორ ელაპარაკება ამ გაუბედურებულ ხალხს! ეს რომ მერი გახდეს, მერე ნახეთ თავხედობა და დაკიდება! ზაზა ხატიაშვილი რომ მიშას უპირისპირდებოდა და შენ მისი ლაქია იყავი დაგავიწყდა, არსენალის მთის მადლმა?” – წერს ფეისბუქის საკუტარ გვერდზე ცოტნე გამსახურდია.

,,ამას უნდა ქალაქის მერობა ხო? რომელი თბილისელი შეეგუებით კალაძის თავგადასულ უზნეობას?! ,,საუკეთესო მაგალითი” როგორ უნდა ელაპარაკო ამომრჩეველს… ჩემი სოლიდარობა ბავშთა სამყაროს დაზარალებულებს… საქართველოს მთავრობა | Government of Georgia კეთილი ინებეთ და აუნაზღაურეთ ზარალი დაზარალებულ ოჯხებს!!!!!
P.S. ბავშთა სამყაროს დაზარალებულთა შორის 50-მდე დევნილი ოჯახია, კალაძის და მისი მამამარჩენალის არასწორი პოლიტიკის შედეგად ეს ადამიანები გაუსაძლის პირობებში არიან…” _ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აპრიორი”-ს ხელმძღვანელი ბესო შენგელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს თბილისში, კახა კალაძეს, გლდანში ამომრჩევლებთან შეხვედრამდე, ადგილზე „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახვდნენ და მისგან პასუხი მოითხოვეს, თუ რატომ არ შეხვდა მერობის კანდიდატი დაზარალებულებს.

ამაზე კალაძემ მათ უპასუხა, რომ ამის მიზეზი ის იყო, დაზარალებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილის დავალებით, აქციები კვლავ გამართეს.

„მზად ვიყავი შეგხვედროდით ოთხშაბათს, თქვენ გააგრძელეთ თქვენი საპროტესტო აქციები, თქვენი კუდრაჭას, სააკაშვილის კუდრაჭას, ხატიაშვილის დავალებით… მშვიდობაში გყავდეთ,“ – განუცხადა დაზარალებულებს კახა კალაძემ.

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები აცხადებენ, რომ კალაძემ ისინი მოატყუა და დაპირებისამებრ არ შეხვდა.

„ამ წვიმაში მთელი დღე ველოდით და დაგვაღალატა, მოგვატყუა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,“ – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close