საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი: მე მჯერა, ჩემი კოლეგები სწორ არჩევანს გააკეთებენ

   _  ბატონო ზაზა, თქვენ ღიად უჭერთ მხარს დავით ასათიანის კანდიდატურას ასოციაციის თავმდჯომარის პოზიციაზე, მსგავსი ცალსახა მხარდაჭერა ხომ არ აღიქმება კორპუსის წევრებზე ზეგავლენად?

_  მე, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვგრძნობ პასუხისმგებლობას თვითოეული ადვოკატის და მთლიანად პროფესიის წინაშე და ვთვლი, რომ ჩემი ვალდებულებაა ჩვენს კორპუსს ღირსეული კანდიდატის გამოვლენაში დავეხმარო, თანაც მე სხვა სფეროში გადასვლას არ ვაპირებ და ვრჩები ადვოკატად, რაც ჩემი ცხოვრების მოწოდებაა. ჩვენ პირადი და ოჯახების რისკის ფასად ვიბრძოდით ადვოკატის უფლებებისათვის და ასოციაციის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის. დათო, ოთხი შვილის მამა, საკუთარი ხარჯით წლებია აფინანსებს ვიზიტებს უცხოეთში ადვოკატთა კორპუსისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

დავით ასათიანი ჩემთვის არის ღირსეული პროფესიონალის მაგალითი. ადამიანი, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ემსახურება ადვოკატთა კორპუსის განვითარებას და მისი დიდი დამსახურებაა ასოციაციის არნახული საერთაშორისო აღიარება და ის, რომ დღეს ასოციაციას აქვს თანამედროვედ აღჭურვილი ოფისები თბილისში, ბათუმში და ქუთაისში. ამ პირობებში, ჩემი მორალური ვალდებულებაა გავაგებინო კოლეგებს რა შრომა აქვს გაწეული ამ ადამიანს და რატომ არის დავით ასათიანი გამორჩეული კანდიდატი.

მე მჯერა დათოს დამოუკიდებლობის, პრინციპულობის, პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების! მე მჯერა, ჩემი კოლეგები სწორ არჩევანს გააკეთებენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close