საზოგადოება
ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილის facebook-ის გვერდზე გავრცელდა
გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ზაზა ფაჩულიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აცნობა.
სატელეფონო საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა ზაზა ფაჩულიას
NBA- ის ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.