სამართალი და კრიმინალი

ზაზა ხატიაშვილი მოითხოვს, შალვა თადუმაძის მხრიდან ყალბი დოკუმენეტის გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყოს

ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს:

_ პატივცემულო კოლეგებო !
პატივცემულო ადვოკატებო! დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბატონმა კახა წიქარიშვილმა და ზაზა ხატიაშვილმა შევიტანეთ საჩივარი,მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მხრიდან სავარაუდოდ ყალბი დოკუმენეტის გამოყენების ფაქტზე და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება. კოლეგებო! პირდაპირ ეთერში ვიხილეთ შალვა თადუმაძის დიპლომი რომლის მიხედვით შალვა თადუმაძის ინსტიტუტში ჩარიცხვა მოხდა 1993 წელში,როდესც ინსტიტუტი გაიხსნა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ.
პატივცემულო ადვოკატებო!
ყველა პატივმოყვარე იურისტის ვალია დაწეროს საჩივარი და მიმართოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურაში უნდა შევიდეს ასობით საჩივარი, სამოქალაქო აქტივობის გარეშე წარმოუდგნელია ქვეყნის სამართლებრივი განვითარება. მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა პირდაპირ ეთერში ,რომ ის უმაღლესი სასწავლებელი სადაც მან მიიღო განათლება არ იყო გახსნილი, დიპლომში მითითებული მისი ინსტიტუტში ჩარიცხვის დროს. კოლეგებო! ვინც გამოდიხართ ყალბი დოკუმენტის გამოყენების სისხლის სამართლის საქმეებზე გეკითხებით? ასეთი პირდაპირი მტკიცებულება ბევრ საქმეში შეგხვდრიათ? იურიდიული საზოგადეობა ხშირ შემთხვევაში ბუჩქებში დამალული უყურებს სასამართლო სისტემაში მიმიდნარე ბინძურ პროცესებს რაც სამწუხაროდ ხდება ჩვენს ქვეყანაში. მოგიწოდებთ პატივმოყვარე ადვოკატებს! შემომიერთდით! შეიტანეთ საჩივარი გენერალურ პროკურატურაში მოქმედი გენერალური პროკურორის მხრიდან სავარუდოდ ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე. იურიდიული საზოგადოების ვალია დადგეს ფეხზე და არ დაუშვას ქვეყანაში უდიპლომო გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსეობობა. მივმართავ არასამთავრობო სექტორს. თქვენი განცხადებები რომ შეშფოთებულები და აღშფოთებულები ხართ აღარ გიშველით. მოგიწოდებთ! არასამთავრობო ორგანიზაციაებს!მიმართოთ საჩივრით გენერალურ პროკურატურას, მოქმედი გენერალური პროკურორის მხრიდან სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე და მოითხოვოთ გამოძიების დაწყება.

Related Articles

Back to top button
Close