საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

ზაზა სვანაძემ შს სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო და ამჯერად თავად უჩივის

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ჟურნალისტი ზაზა სვანაძის სასამართლო პროცესი.  შსს-ს  წარმონადგენელმა, არსენ დათუაშვილმა ვერ დაასახელა ფაქტი და ვერც ჩანაწერი წარმოადგინა, რომლითაც დამტკიცდებოდა ჟურნალისტის დაუმორჩილებლობა. ჟურნალისტს კი ჰქონდა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ პოლიცილებმა ხელი შეუშალეს მას ჟურნალისტურ საქმიანობაში, რაც კანონმდებლობით დასჯადია. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ ჟურნალისტი გაამართლა.

უცნობია შს სამინისტროს პოზიცია _ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა ზედა ინსტანციაში. ჩვენი ინფორმაციით, თავად ჟურნალისტი აპირებს, პროცესს შემდგომი მსვლელობა მისცეს და პოლიციელებმა პასუხი აგონ იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჟურნალისტის მიმართ ჩაიდინეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close