ჯანდაცვა

,,ვფიქრობ ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩემი უსიმპტომობის დროს ვნახე” _ ლევან გოგიჩაიშვილის თავს უკეთ გრძნობს

,,ვღებულობ თქვენს მოკითხვებს და შეტყობინებებს. საოცრად სასიამოვნოა, როცა ადამიანებს აღელვებთ და აინტერესებთ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აქვე გეტყვით, მე უკეთესად ვარ და უფრო მხნედ; ვიკას ახლა ეწყება ის სიმპტომები, რომელიც მე მქონდა.

“კოვიდ19” არ ნიშნავს მხოლოდ ვირუსს, რომელიც შენ შეგეყარა. ეს არის ვირუსი, რომელიც სხვა ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობას გიზრდის. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ყველა იმ ადამიანზე ვინც ვნახე ჯერ კიდევ ჩემი უსიმპტომობის დროს, იზოლაციამდე. და სხვა ადამიანებზე ღელვა უფრო გაწუხებს, ვიდრე თავად ვირუსი და მისი სიმპტომები. ჩემი მეგობრების ტესტის პასუხს ველოდებოდი მეც, მათთან ერთად. აი, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დროული იზოლაცია და სხვების მოფრთხილება.

დავამარცხებთ ამ კოვიდს; ისევე როგორც ყველაფერს ცუდს:) მთავარია ვიყოთ ბრძოლის ხასიათზე და კიდევ, გავუფრთხილდეთ ერთმანთს” _ წერს პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილი ამჟამად კოვიდ19-ის დიაგნოზით სტაციონარში მკურნალობს.

Related Articles

Back to top button
Close