საზოგადოება

,,თუ საკუთარ მოსახლეობას ომს უცხადებთ, გეყოთ გამბედაობა, რომ ფაშიზმის დამკვიდრება პირადად გვამცნოთ”

,,როდესაც საარჩევნოდ ხმები გჭირდებოდათ, მოსახლეობას შეპირდით, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნებოდა! დამთავრდა არჩევნები და..."

მიმართვა პრემიერს ბ–ნ ირაკლი ღარიბაშვილს!
ყველამ ვიცით, რომ ვითომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თქვენთან შეუთანხმებლად ნაბიჯის გადამდგმელი არ არის! როდესაც საარჩევნოდ ხმები გჭირდებოდათ, მოსახლეობას შეპირდით, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნებოდა! დამთავრდა არჩევნები და დღეს ჯერ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აკეთებს კოვიდპასპორტებზე განცხადებას, რამდენიმე საათის შემდეგ კი “პრეზიდენტი” – სავალდებულო ვაქცინაციაზე.”
თუ საკუთარ მოსახლეობას ომს უცხადებთ, გეყოთ იმის გამბედაობა, რომ ფაშიზმის დამკვიდრება პირადად ხელქვეითების გარეშე გვამცნოთ! თუ ხელისუფლება ომს გამოგვიცხადებს, იძულებული ვიქნებით მივიღოთ გამოწვევა და საზოგადოების ფუნდემენტური უფლებების დასაცავად გადავიდეთ რადიკალურ ნაბიჯებზე!
ზვიად ტომარაძე
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close