საინტერესო

,,ვულოცავ საქართველოს ამ გასახარ და მნიშვნელოვან ამბავს!”

,,ლიბანში უნიკალური აღმოჩენის მოწმენი გავხდით"

დღეს ქართველი მეცნიერები ლიბანში უნიკალური აღმოჩენის მოწმენი გავხდით. სამეცნიერო ექსპედიციამ, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს ბეირუთთან ახლოს მდებარე XVIII საუკუნის მონასტერში, 4 ქართულ ხელნაწერს მიაკვლია… ერთ-ერთი ქართული ხელნაწერი XX საუკუნის დასაწყისში ქართველმა სასულიერო პირმა და მეცნიერმა შალვა ვარდიძემ შეისწავლა, დანარჩენი სამის არსებობა კი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის საერთოდ უცნობი იყო.
  გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ნანა მირაშვილს, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორს, აღმოსავლეთმცოდნე თამარ დემეტრაშვილს და მე, საშუალება მოგვეცა ეს ხელნაწერები შეგვესწავლა. საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების თანახმად კი ტაძრის ბიბლიოთეკა ყველა ხელნაწერის ციფრულ ასლს, ანუ 2 ათასზე მეტ ფოტოს ქართულ მხარეს გადასცემს!
  ეს დიდი გამარჯვებაა, რადგან ქართველ მეცნიერებს ჩვენი ეროვნული საგანძურის სრულფასოვნად შესწავლის საშუალება მიეცემათ… ვულოცავ საქართველოს ამ გასახარ და მნიშვნელოვან ამბავს. დაწვრილებით აღმოჩენის შესახებ სულ მალე იმედის დღის პირდაპირ ჩართვაში ბეირუთიდან მოგიყვებით
გიორგი კალანდია, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close