მსოფლიო
ევროპაში ქარიშხალ “ჰერვარტს” ებრძვიან
ევროპას ქარიშხალი „ჰერვარტი“ დაატყდა თავს. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ჩეხეთში, გერმანიასა და პოლონეთში დაღუპულთა რაოდენობა ხუთს აღწევს. სტიქიის გამო გერმანიის ჩრდილოეთსა და ასევე ჩეხეთში შეწყდა მატარებლების მიმოსვლა.
ქარის გამო სამივე ქვეყნის ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გერმანიაში წაქცეული ხეების გამო რამდენიმე ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. მდინარეებში წყლის დონის მატების გამო ჩეხეთისა და პოლონეთის რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.