ცხოველთა სამყარო

სახლში ძაღლის ყოლა თქვენი ახალშობილის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სახლში ძაღლის ყოლა ახალშობილებში ეგზემისა და ასთმის განვითარების რისკს ამცირებს. შესაბამისი კვლევა სპეციალისტებმა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის შესწავლის ამერიკული ასოციაციის კონგრესზე წარადგინეს.

მეცნიერებმა შეისწავლეს ალერგიული ეგზემით დაავადების მაჩვენებელი იმ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობის დროს ძაღლებთან დღეში მინიმუმ 2 საათს ატარებდნენ. აღმოჩნდა, რომ ასეთ შემთხვევაში პატარებში გამონაყარი თითქმის იშვიათად ჩნდებოდა. გარდა ამისა, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სახლში ძაღლის ყოლა ბავშვებში, რომლებსაც ალერგიული ასთმა აქვთ, სპეციფიურ სიმპტომებს ამცირებს.

მეცნიერების თქმით, მთავარ როლს ის ბაქტერიები ასრულებს, რომლის მატარებლებიც შინაური ცხოველები არიან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close