ოთარ ჩრდილელი, პარლამენტის დეპუტატი:

_ მეგობრებო, არ მიყვარს დიდი სტატუსების წერა, პატივისცემით გთხოვთ, ჩაიკითხოთ. განსაკუთრებით მასმედიის წარმომადგენლებმა.

მოკლედ ატყდა ამბავი პოლონელ ტურისტზე, რომელმაც გუდაურის ინციდენტის შემდეგ-თავის ბლოგში დაწერა, არასოდეს ჩამოვალ საქართველოშიო. ამის დაწერა იყო და შეიქმნა აგრესიული ფონი-მასმედიის ზოგიერთი საშუალებისგან.

თქვე კარგო ხალხო, ჭეშმარიტება და ობიექტურობა, რომ გწადიათ მჯერა და მივესალმები, მაგრამ ჰკითხეთ ქართველებს, ვინც იქ იყო ან იმ ორსულ შვედ ტურისტს ან ჰოლანდიელს ანაც რუს ტურისტებს, რამდენ ხანში მოვიდა შესაბამისი სამაშველო-სამედიცინო სამსახურები, ყველა ერთხმად ამბობს, რომ 10 წუთში. ნახეთ უცხოურ და რუსულ ფორუმებზე, გუდაურის ინციდენტის შემდეგ რა გამოხმაურება აქვს, თუ როგორ ოპერატიულ-კვალიფიციურად იმოქმედეს შესაბამისმა სამსახურებმა.

მეგობრებო ვიცით, რომ ვერტმფრენი არა გვყავს. ვიცით, რომ კურორტებზე ძალიან ბევრი რამ აღმოსაფხვრელი, გამოსასწორებელი და გასათვალისწინებელია, დაწყებული იმით, რომ თითქმის არც ერთ კურორტზე არ არსებობს საპირფარეშო, რაც დისკომფორტს უქმნის ტურისტს…

  ჩემო მეგობრებო-ჟურნალისტებო, პატივისცემით გთხოვთ, თქვენც მიიღოთ მონაწილეობა, რათა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნისა ტყუილ-უბრალოდ არ შეილახოს. მთელს მსოფლიოში ტაციაობაა ტურისტზე და ნუ გავავრცელებთ ნეგატიურ ინფორმაციას, მით უმეტეს როდესაც ,,ნიუსი,, გადაუმოწმებელია და არაა დაბალანსებული…ამით ჩვენს ტურისტულ პოტენციალს ვკარგავთ, რის შემდეგაც რის ვაი-ვაგლახით შექმნილ სამუშაო ადგილებს კარგავენ ადამიანები, იხურება ბიზნესი…

ტურიზმი-მარტო ხელისუფლების არაა, ის კომპლექსური დარგია და მასში სხვადასხვა მხრიდან წარმოდგენილია ხელისუფლება, ადგილობრივი მაცხოვრებლები, პრესა და…ამინდი.

მადლობა და წარმატებებს გისურვებთ, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ…

ღმერთო, დაიფარე განსაცდელისგან-საქართველო.

კომენტარები
Загрузка...