ვის მოუვიდა აზრად, ადვოკატის ოფისის წინ საპროტესტო ტრანსპარანტებით მისვლა?
დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე:
_ ერთი თვეა რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ და თითქმის ყოველდღე შემოდის განცხადება სხვადასხვა პირების თუ ორგანოების მხრიდან ადვოკატზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სწრაფადვე ვრეაგირებთ და ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტიც მოწოდების სიმაღლეზეა, მაგრამ დღეს რაღაც ზეგავლენის ინოვაციურ მცდელობას ქონდა ადგილი ადვოკატ დიმიტრი გაბუნიაზე.
საინტერესოა, ვის მოუვიდა აზრად, ადვოკატის ოფისის წინ მიტინგის მოწყობა და საპროტესტო ტრანსპარანტებით მისვლა ?!
ხალხნო, გავიგოთ, რომ ადვოკატი ასრულებს მის პროფესიულ მოვალეობებს და კლიენტთან მისი გაიგივება თუ ასოცირება დაუშვებელია !!! ამაზე ცივილიზებული კაცობრიობა ჯერ კიდე ძველ რომში შეთანხმდა და გარეთ უკვე 21-ე საუკუნეა.