პოლიტიკა

,,ვისაც კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ქოცხელისუფლება დამთავრებულია, კარგად ჩა-იკითხოს ტედ კრუზის წერილი”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ვისაც კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ქოცხელისუფლება დამთავრებულია, კარგად ჩა-იკითხოს ტედ კრუზის წერილი.
მოკლედ, ვუსაც გულისყურით არ წაუკითხავს:
ეს ჩვენი მეგობარი გავლენიანი სენატორი, ორ თანამოაზრესთან ერთად  წერს ამერიკის გენერალურ მდივანს, მაიკ პომპეოს:
1. ჩვენს პარტნიორ საქართველოში მმართველობა გაუარესდა და პოტენციური არაკანონიერ ფინანსურ საქმიანობაშია შემჩნეული საქართველოს ხელისუფლება.
2. საქარათველოს კავშირი აქვს ჩვენს მეტოქესთან.
3. დასავლეთისთვის ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა და ამერიკულ კომპანიენს მუშაობა შეეზღუდათ.
4. ,,ფრონტერა”, რომელიც ენერგიის ძიებით იყო დაკავებული, რომ საქართველოს სტაბიალური ენერგოდამოუკიდებლობა ჰქონოდა, გააძევეს.
5. ანაკლიის პორტის მშენებლობა გააჩერეს, რომელიც იმიტომ შენდებოდა, რომ საქართველო რუსულ ინფრასტრუქტურასთან ნაკლებად ყოფილიყო დამოკიდებული.
6. უკანონო ვაჭრობაა.
7. საბანკო სექტორში ირანელები შემოვიდნენ.
8. ქართული ოცნების” ხელისუფლება გარეულია ამერიკელი ბიზნესმენების გაძევებაში.
9. ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კავშირები ჩანს რუსეთის მთავრობასთან და რუსული გავლენები იზრდება…
10. საქართველო ჩვენი პარტნიორია, ქართულ- ამერიკული ურთიერთობები და გეო- პოლიტიკური მმიშვნელობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ეს ,,გადახლართული სტრატეგიული და ბიზნესინტერესები ამერიკის მთავრობისგან პასუხს საჭიროებს,” რათა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება დაცული იყოსო…
პ.ს. ის არ დაუწერია, უამრავი შრომა, რესურსი და 10 მილიარდი გვაქვს ჩაქცეული ამ ქვეყანაშიო, მაგრამ ეს, ისედაც იციან..
ჰოდა, სანამ დედის გინებაზე გადასულან, როგორც ჩვენი შალვა ნათელაშვილი უტყოდა, ნუღარ ფხაკურობთ, ჩაალაგეთ ჩემოდნები მშვიდობიანად, თან მოპარულ- მიტაცებული ჩა- მო -ყა- ჭეეეთ!

Related Articles

Back to top button
Close