საზოგადოება
,,ვისაც გონია, რომ მიშა გიჟია, მწარედ ცდება”
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:
_ ეს არის ბანალური, შულერული თამაში ორ ხელში. ორი გაკოტრებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელთა ხელში თავმოყრილია ორგანიზაციული, ადმინისტრაციული, მატერიალური და ა.შ. რესურსების აბსოლუტური უმრავლესობა, სტატუს-ქვოს შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა ურთიერთობების ესკალაცია და შუას გაკრეფა. ასე იყო შევარდნაძე-აბაშიძის ტანდემი, ასეთია ქ.ო.-ნაცმო.ევროსაქ. ტანდემი. ნაც.-ევრო.საქ შიდა რაზბორკებია ერთი ელექტორალური ბაზით. ასე რომ, ვისაც გონია, რომ მიშა გიჟია, მწარედ ცდება. მისი მიზანი არჩევნების მოგება კი არა, სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა მანამდე, სანამ უკეთეს კარტს დაურიგებენ. ქო-ევრო.ნაც.საქი ასეთ სიმბიოზად ჩამოყალიბდა, რომელსაც უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლია. ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ ერთმანეთს კვებავენ.