საზოგადოება

ვინ უხელმძღვანელებს პარტია -,,ლელო საქართველოსთვის” კახეთის შტაბს

,,ლელო საქართველოსთვის“ შტაბს კახეთში, გელა გელაშვილი უხელმძღვანელებს. გელაშვილი ამბობს, რომ  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ლელო საქართველოსთვის“ თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, გამარჯვებისთვის იბრძოლებს.იგი თვლის, რომ დროის მცირე მონაკვეთში, ამ ძალამ მოახერხა გამხდარიყო რეალური ალტერნატივა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე მთავარი ოპოზიციური ძალისათვის და ის არის მიზიდულობის ცენტრი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის და ახალი თაობისათვის.
,,დღეს მეც მივიღე გამოწვევა, რომ ერთად უნდა მოვახერხოთ და შევცვალოთ ეს ხელისუფლება და დავიწყოთ უკეთესი ქვეყნის მშენებლობა ახალი ძალით. დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ერთად მოვახერხებთ“, – განაცხადა მედიასთან საუბარში გელა გელაშვილმა.
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო შტაბების გახსნა უკვე დაიწყო.

Related Articles

Back to top button
Close