მსოფლიო

“ვინც წარსულში სათანადოდ ვერ დააფასა ჩვენი სიძლიერე, შემდეგ ინანეს”

არც ერთმა ქვეყანამ, რეჟიმმა ან დიქტატორმა აშშ-ს სამხედრო სიძლიერის დაუფასებლობა არ უნდა დაუშვას, თორემ ინანებენ, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, იოკოტას ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ამერიკელი მებრძოლეები მზად არიან დაიცვან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შეუდარებელი შესაძლებლობების სრული გამოყენებით. არავინ, არც ერთმა დიქტატორმა, არც ერთმა რეჟიმმა და არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა დაუშვან ამერიკული სიმტკიცის დაუფასებლობა. ვინც წარსულში სათანადოდ ვერ დააფასა ჩვენი სიძლიერე, შემდეგ ინანეს“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობისას აშშ-ს სამხედროებს ქვეყნის დასაცავად საჭირო „ტექნიკა, რესურსები და დაფინანსება“ ექნებათ, რათა „დაუყოვნებლივი და მტკიცე პასუხი გასცენ მტრებს“.

„ჩვენ უპირატესობა გვაქვს ჰაერში, ზღვაზე, ხმელეთზე და კოსმოსში“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ აზიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტით იაპონიაში იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close