მდინარე თეძამის ხეობაში 50 მეტრიანი კაშხლის აშენება იგეგმება _ რა ელის მიმდებარე სოფლებს?
საქართველოს მელიორაციის კომპანია მდინარე თეძამის ხეობაში 50 მეტრიანი კაშხლის აშენებას გეგმავს. წყალსაცავის სიახლოვეს აღმოჩნდება როგორც რკონის სამონასტრო კომპლექსი, ისე თავად სოფელი რკონი და მეწყერსაშიში სოფელი ჩაჩუბეთი. დაგუბებული წყალი კი კასპის სოფლების მოსარწყავად უნდა გამოიყენონ.
სოფელ ჩაჩუბეთის ერთ-ერთმა მაცხოვრებელი ამბობს, რომ ხეობაში მომუშავე გეოლოგებთან შეხვედრის შემდეგ, კაშხალთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაუჩნდა.
აღმოჩნდა, რომ ერთი ფერდობი, რომელსაც კაშხალი უნდა დაეყრდნოს არაა სანდო, მეორე ფერდობზე კი სპეციალისტებმა მძიმე ტექნიკა საერთოდ ვერ აიყვანეს და გეოლოგიური დასკვნაც ზედაპირული დადეს.
ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს იცხოვროს იმ უზარმაზარი კაშხლის გვერდით, რომელშიც ღვარცოფული მდინარეა მომწყვდეული.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 60 მლნ. ლარია. წყალსაცავის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მიხედვით მან 2500 ჰექტარ სასოფლო სავარგულებს უნდა მიაწოდოს სარწყავი წყალი, ანუ ერთი ჰექტრის წყლით უზრუნველყოფაზე ბიუჯეტმა 24 000 ლარი უნდა დახარჯოს. სწორედ არა ადეკვატური ფინანსური ხარჯიანობის გამო, 2014 წელს პროექტი გაჩერდა.
საქართველოს მელიორაციაში დარწმუნებულები არიან, რომ წყალსაცავი არავის საფრთხეს არ შეუქმნის თუმცა, როდის დაიწყება ან დაიწყება თუ არა მშენებლობა საერთოდ, ვერ ამბობენ.
წყარო: რუსთავი 2, მიშა სესიაშვილი.