პოლიტიკა

“ვეღარასოდეს შევეგუებით, რომ ვინმემ შეიტყაპუნოს ჩვენი მიწები და მერე აქეთ წამოგვიყენოს პრეტენზიები”

აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებისას, დემილიტაცია-დემარკაციის კომისიის დღის წესრიგში, დავით გარეჯთან ერთად, 20-იან წლებში ბოლშევიკების მიერ აზერბაიჯანისთვის უკანონოდ ნაჩუქარი საინგილოს- ისტორიული ჰერეთის საკითხის შეტანას მოითხოვენ, ლეიბორისტები. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა: ,,დავით გარეჯის მწარე ისტორიული გაკვეთილები გვასწავლის ელემენტარულს: ვეღარასოდეს შევეგუებით, რომ ვინმემ შეიტყაპუნოს ჩვენი მიწები და მერე აქეთ წამოგვიყენოს პრეტენზიები. ამიტომ, დელიმილიტაცია-დემარკაციის კომისიამ, რომელიც ახლა იგეგმება აზერბაიჯანელ მხარესთან მოსალაპარაკებლად, დღის წესრიგში უნდა შეიტანოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 20-იან წლებში აზერბაიჯანისთვის ისტორიული ჰერეთის _ საინგილოს უკანონოდ გადაცემის საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ ბოლშევიკებმა მეზობლებს სამი ძირძველი რაიონი: კახი, ზაქათალა და ბელაქანი, აჩუქეს. შემდგომ, იძულებითი ასიმილაციის შედეგად, ქართველთა ნაწილი გადაჯიშდა, ნაწილმა დატოვა იქაურობა, დარჩენილები კი მონურ დისკრიმინაციაში იმტყოფებიან. და თუ გვინდა, რომ ვიყოთ კეთილი, გახსნილი მეზობლები, ( ეს აუცილებლად გვინდა და ასეც უნდა იყოს), ამისთვის ამგვარი პრობლემები კი არ უნდა დაიმალოს, მასზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. ის ნაღმები რაც დაგვიტოვა იმპერიამ მოძმე ხალხს შორის შუღლის ჩამოსაგდებად, არა სიჩუმით, უნდა განეიტრალდეს არა სიჩუმით, არა ჭრილობის დაფარვით, არამედ ღიად თქმით, რომ ეს იყო უკანონო არასწორი და ჩვენ სუფთა დაფიდან ვიწყებთ ცხოვრებას. მხოლოდ ეს გზა მიგვიყვანს იმ სანატრელ კავკასიამდე, სადაც არ იქნება კონფლიქტები, არ იქნება დავა იმის თაობაზე, რომელი მიწა ვის ეკუთვნის, სადაც მუსლიმებს არ მოუნდებათ გახდნენ ქრისტიანული ძეგლის მემეკვიდრეები, ხოლოდ ქრისტინებს_ ისლამური ძეგლის და ყველას ექნება თავისი ადგილი, სალოცავი, ეზო და მამული. მხოლო ამის შემდეგ იქნება ცივილური განვითარება და სტაბილურობა. ამას გვასწავლის კაცობრიობის ისტორია. სანამ არ დაანებეს ევროპის ქვეყნებმა თავი დავას _ ვინ სად დაიბადა და წარმოიშვა, არ აიღეს ხელი ზოგიერთმა ხალხმა განსაკუთრებული რასის კუთვნილობაზე და მთელ ევროპაზე ბატონობაზე, მანამდე ვერაფერი შეიქმნა. როცა დამშვიდდა, გაირკვა, გასასწორებელი გასწორდა, მერე დაიწყო კეთილდღეობა ვერსად გადავსახლდებით, არც არავინ ჩაგვისახლებს, აქ უნდა ვიცხოვროთ, ერთად გავზარდოთ შთამომავლობა ერთად შევქმანთ ბედნიერი მომავალი და როცა ეკლესიაში მომინდება შესვლა, იქ არ უნდა დამხვდეს აზერბაიჯანელი მესაზღვრე, არ უნდა გამომაგდოს სალოცავიდან მით უმეტეს იმ სალოცავიდან, სადაც თამარ მეფის ფრესკაა შემონახული. იგივეა ჰერეთზე. ჰერეთი_ საინგილო, რომ ქართულია ამაზე მუსლიმი ისტორიკოსებისც არ დავობენ. ის, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში კარიერისტმა ქართველებმა ქართული ისტორიული მხარეები გადასცეს მეზობელს, ეს არ ნიშნავს, რომ ასე უნდა იყოს მუდმივად.“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close