საზოგადოება

,,ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი”

მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე სითი ინსტიტუტს თბილისის მერიამ ვადა დღის ბოლომდე მისცა, წარმოადგინონ წინადადება. შესაბამისი განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

“ურბანული განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. მოსახლეობას დავპირდით, რომ მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმას შევიმუშავებდით, რომელიც უზრუნველყოფდა თბილისის სტაბილურობას. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია. 

გენგეგმის შესამუშავებლად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები. დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი.

კონტრაქტორ კომპანიას, რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა, გენგეგმის დასკვნითი დოკუმენტი ამ დრომდე ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. ხელშეკრულების თანახმად, სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებაა, მიიღებს თუ არა თბილისის მერია დოკუმენს.

ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, დავუშვათ შეცდომა და მივიღოთ არასრულყფილი დოკუმენტი. სითი ინსტიტუტმა რა შრომაც გასწია ვაფასებთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება და კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, რა ვადებში შეძლებენ წარმოადგინონ გენერალური გეგმის სრული ვერსია. ველოდებით შემხვედრ წინადადებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: marshalpress.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close