საზოგადოებაცხოველთა სამყარო
ვერ დატოვა განსაცდელში დედა ქეთევანმა ძაღლი
,,დღეს საღამოს ცხელ ხაზზე ზარი შემოვიდა. გაგვეცნო, დედაო ქეთევანი ვარ მარტყოფის მონასტრიდან, აღმაშენებლის ხეივანში, გზატკეცილზე ფეხით მოსიარულეთათვის არსებულ ხიდზე გერმანული ნაგაზი აქეთ-იქით დაბნეულად დარბის, აშკარად დაკარგულია. რა ვქნაო? თუ შეძლებთ, მოიყვანეთ თავშესაფარში-იყო ჩვენი პასუხი. ვერ დატოვა განსაცდელში ძაღლი დედაო ქეთევანმა და ერთ საათში ის უკვე მე-13 ვოლიერში დავაბინავეთ. თუ ვინმე ეძებს მობრძანდით თავშესაფარში , კაიროს ქ.26-ის მოპირდაპირე მხარეს” _ აცხადებენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში და დედა ქეთევანის მიერ თავშესაფარში მიყვანილი ძაღლის ფოტოებს გვაწვდიან.