სიღნაღის ამბები
ლალი მოროშკინამ კახეთში ევკალიპტის ნერგი ჩამოიტანა _ რას აპირებს აქტიური ბიზნესლედი
euronews.ge წერდა, რომ პაირტექნოლოგმა, ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ კიდევ ერთი, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს ჩაუყარა საფუძველი – სუფსაში, მან ევკალიპტის პლანტაცია გააშენა, რომლისგანაც სამკურნალო ეთერზეთებსა და სადეზინფექციო ხსნარებს ამზადებს. ლალის პლანტაციის ევკალიპტით დამზადებული პირველი პროდუქცია, მალე გამოჩნდება სამომხმარებლო დახლებზე.
ლალი მოროშკინას სურვილი აქვს, რომ ევკალიპტი კახეთშიც გააშენოს. როგორც გვითხრა, მის გასამრავლებლად საჭიროა კარგი ნიადაგი, მწველი მზე და წყალი. ფიქრობს, მცენარე კარგად გაიხარებს კახეთის ბარაქიან მიწაზე. სწორედ ამიტომ, ლალიმ კახეთში პირველი ევკალიპტის ნერგი ჩამოიტანა. მას იმედი აქვს, რომ კახელი მეურნე ადამიანები დაინტერესდებიან ამ სიახლით და ევკალიპტის მოშენებას დაიწყებენ.
.