,,ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა და დეპუტატმა ვანო ზარდიშვილმა საქართველოს პარლამენტი და  დეპუტატის მანდატი დატოვა, მისი თქმით ამის მიზეზი ბოლო წლებში  მისი ოჯახის მიმართ განხორციელოებულ წნეხს უკავშირდება. ქართული ოცნების ახალ სიაში ვანო ზარდიაშვილის გვარს უკვე აღარ უნდა ველოდოთ.

როგორც ვანო ზარდიშვილი ამბობს, გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან გაიარა და რამდენიმე დღის წინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს ამ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს.

,,ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ამასთან დაკავშირებით მე  ხელმძღვანელობას მივმართე და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მათ  ჰქონდათ პოზიცია, რომ მე არ უნდა დამეტოვებინა პარლამენტი, თუმცა ეს არის ჩემი პოზიცია. არცერთ შემთხვევაში ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება იმ ქალბატონს, პირიქით ამ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, არ გადავდგებოდი. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ წლებში ჩემი უსაფუძვლო და დაუსაბუტებელი კრიტიკა“- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

,,ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება“- ესე შეაფასეს უმრავლესობის წევრებმა  ზარდიაშვილის გადაწყვეტილება.ოპოზიციისა და  მართველი გუნდის ზარდიშვილის  გადადგომა  უკვე დაგვიანებულია.

,, ვანო ზარდიაშვილი თავისით არსად არ წასულა, მას დაატოვებინეს, მან დააგვიანა გადაწყვეტილება, ქართული ოცნებგის წევრებმა  დიდი ზიანი მიიღეს ამ ადამიანის სახით, ამიტომ მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ რომ, რამდენიმე დღის წინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა, ამის მიზეზი კი ბესელიას მორალის ცუდ კონტექსტში მოხსენიებამ გამოიწვია. ეკა ბესელიამ, ვანო ზარდიშვილის საქციელს იაფასიანი პროვოკაცია უწოდა.

ელენე მეტრეველი

კომენტარები
Загрузка...