საზოგადოება

,,ვალდებულების მიზნით მაინც მოგეკითხათ თქვენი მოქალაქეები?” _ საბერძნეთში მყოფი ემიგრანტის აღმაშფოთებელი წერილი

,,ყველამ კარგად ვიცით, რა საშინელებაც დატრიალდა საბერძნეთში რამოდენიმე დღის წინ, რაოდენ მძიმე ტრაგედია მოიტანა ამ სტიქიამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ცოცხლად დაიწვნენ მოხუცები, ახალგაზრდები, ბავშვები, ცხოველები, როგორ განადგურდა ინფრასტრუქტურა და როგორ უსახლკაროდ დარჩა ამდენი ხალხი. მათ შორის დაშავდნენ ჩვენი თანამემამულეებიც, საბედნიეროდ მსუბუქად.
ძალიან გული მტკივა საქართველოს სახელმწიფოზე… რატომ? – რატომ არ მოიკითხა თავის მოქალაქეები? რატომ არ დაინტერესდა მათი მდგომარეობით? რატომ არ გაუჩნდა სურვილი ელემენტარულად ტელეფონზე დაკავშირებოდნენ და ეკითხათ, როგორ იყვნენ? საკმარისია ის, რომ ტელევიზიით განაცხადო სამძიმარი საბერძნეთის სახელმწიფოსათვის? ვალდებულების მიზნით მაინც მოგეკითხათ…
საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა ხომ საქართველოს საელჩოა საბერძნეთში?
ვებ გვერდზე წერა საკმარია?
ჩვენ, უბრალო ადამიანები, უბრალო ქართველები და უბრალო ემიგრანტები ჩვენს ადამიანურ და მოქალაქეობრივ ვალს ვიხდით, ჩვენ გულით ვმოქმედებთ, თქვენ სად ხართ სახელმწიფო და სახელმწიფოს ოფიციალურო წარმომადგენლებო საბერძნეთში?” _ წერს ემიგრანტი სოციალურ ქსელში. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close