სამართალი და კრიმინალი

,,ეჭვიანობდა და ჩხუბობდა ყველაფერზე,…” _ ქმარმა ცოლი შვილების თვალწინ მოკლა

ბრიუსელში მცხოვრები ქართველი ქალის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 37 წლის ხათუნა ტ-ში საკუთარმა მეუღლემ, პაატა გამბარა-ლმა შვილების თვალწინ მოკლა. შემდეგ კი სამართალდამცავებს თავისი ნებით ჩაბარდა. ბავშვების მიერ გამოძახებულმა სასწრაფო დახმარებამ დაჭრილის გადარჩენა ვერ მოახერხა.

დედის გარეშე სამი შვილი დარჩა. ყველაზე პატარა 2 წლისაა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკლულის და, საფრანგეთში მცხოვრები მაკა ტუღ-ში აცხადებს, რომ მის დასა და სიძეს შორის უთანხმოება დიდი ხნის წინ დაიწყო.

“პაატა ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ცუდი ხასიათიც ჰქონდა.ხშირად ემუქრებოდა ცოლსაც და შვილებსაც.ასევე მე და ჩემს შვილებს.მას თუ სამუდამო პატიმრობას არ მიუსჯიან, მე და ჩემს შვილებსაც კი საფრთხე გვემუქრება ყოველთვის.ჩემმა სიძემ მოტაცებით მოიყვანა ხათუნა და ერთი წელია, გაშორებული იყვნენ, რომ დაიწყო მათ შორის კონფლიქტები. ეჭვიანობდა და ჩხუბობდა ყველაფერზე. ბავშვები მუდმივ სტრესში იყვნენ, მამას ვერც კი იტანდნენ.სულ გვპირდებოდა, დაგხოცავთ და თავს მოვიგიჟიანებო. ამიტომ აუცილებელია, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს, რომ ჩვენ დაცულები ვიყოთ.”

ბრიუსელის ხელისუფლებამ უდედოდ დარჩენილი ბავშვები თავშესაფარში გაგზავნა.გარკვეული პროცედურების შემდეგ კი სახლში დააბრუნებენ.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close